ახალ წლამდე რამდენიმე დღე რჩება. პოპულარული ქართველი ქალბატონები და მამაკაცები "ინსტაგრამზე" აქტიურად აქვეყნებენ ახალ ფოტოებს.
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილიც აქტიური წყვილების რიგებში არიან. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ისიც აღნიშნა, რომ წყვილისთვის 2019 წელი საუკეთესოს მომტანი აღმოჩნდა და უსურვეს, რომ 2020 წელი კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდეს.
მოგეხსენებათ, რომ ბევრი გადაცემა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე იწერება და შემდეგ გადის. შორენა ბეგაშვილმა ცოტა ხნის წინ ანდრია გველესიანთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი გადაცემა "პროფილში" სწორედ ასეთი იმიჯით მოგვევლინებიან.
შორენას კაბამ გამომწერების ყურადღება მიიქცია და ზოგმა იხუმრა, რომ საქორწილოს ძალიან ჰგავს.
ფაქტია, რომ ანდრეას უკვე რა ხანია ცოლი ჰყავს. ასე რომ, გამომწერების კომენტარები მხოლოდ ხუმრობად შეგვიძლია მივიღოთ.
ეკა კახიანი ჩვეულ ფორმაშია. ყოველთვის იცის, როგორ შეარჩიოს კლასიკური სამოსი ისე, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს.
31 დეკემბერს Sheraton Metechi Palace Tbilisi-ში ლელა წურწუმია და ზუკა ხუციშვილიც იქნებიან, რომლებმაც "ინსტაგრამზე" ამის შესახებ დააანონსეს.
ია ფარულავა "ინსტაგრამზე" არანაკლებ აქტიურია. ნაძვის ხის სიფერადეს თავისი სამოსით არც თვითონ ჩამორჩა და დადებითი განწყობა შექმნა.