ქორწილი, ეს ის განსაკუთრებული დღეა, რომელსაც ყველა წყვილი განსაკუთრებულად ელოდება და სამზადისში აქტიურად არიან ჩართულები. ისინი ყოველ დეტალს დიდ ყურადღებას უთმობენ, იქნება ეს ყვავილების ფერი, კაბა, მეჯვარეების ჩაცმულობა თუ სხვა.
მოდით, გავიხსენოთ 2019 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ქორწილები, რომლებმაც საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე და "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი 2019 წლის ივნისში დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილი რესტორან "ბაგრატიონში" გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა. ჯვრისწერაზე ჯანეტმა და ნოემ ტრადიციული ქართული სამოსი მოირგეს.
კახი კალაძე და ანუკი არეშიძე
15 ივნისს ანუკი არეშიძემ და კახი კალაძემ გრემის მონასტერში ჯვარი დაიწერეს.
ანუკი ჯვრისწერაზე ულამაზესი იყო. მას სადა, თეთრი ბაფთით გაფორმებული კაბა ეცვა. ორიგინალურად გამოიყურებოდა თბილისის მერიც, რომელიც სადა ფერის შარვალ-კოსტიუმში გამოეწყო.
ქორწილს ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები და სამთავრობო პირები.
ქორწილთან დაკავშირებით ანუკიმ „ინსტაგრამზე“ პოსტიც გამოაქვეყნა: "ეს ჩემი ოცნება იყო. 11 წელი ველოდებოდით ამ დღეს და როგორც იქნა. ყველას უღრმესი და უდიდესი მადლობა ასეთი, ამდენი და ამხელა სიყვარულისთვის! ამ უკიდეგანოდ დადებითი ენერგიით, რაც თქვენგან წამოვიდა, ალბათ, 100 წელი ვიცოცხლებთ. მიყვარხართ“.
თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი
თაკო გაჩეჩილაძე გათხოვდა. მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი და პროდიუსერი ბორისლავ მილანოვია, რომელიც თაკომ „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს წარდგენისას გაიცნო. 8 სექტემბერს კი მათ ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმეს.
ქორწილს ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ნინი ბადურაშვილი, სტეფანე, სოფო ნიჟარაძე და სხვა. წყვილს იანვარში გოგონა - გაბრიელა მილანოვა შეეძინა.
ლევან ჯიბღაშვილი და სალი სულხანიშვილი
ლევან ჯიბღაშვილმა და სალი სულხანიშვილმა, რომელიც ბიზნესმენი მსახიობის პირველი შეყვარებული იყო, იქორწინეს. წყვილმა 400-კაციანი გრანდიოზული ქორწილი რესტორან "გუჯარში" გადაიხადა. საქორწინო ცერემონიალს წინ უძღვოდა წყვილის ვაჟის, მიქაელის ნათლობა. ნათლობის შემდეგ შედგა ხელის მოწერის ცერემონია და მაყრიონმა რესტორანში გადაინაცვლა. ქორწილს მუსიკალურად დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე და "ლათინო ბოისი" აფორმებდნენ.
ნინელი აბულაძე
მარიამ გრძელიშვილი
მარიამ ნებულიშვილი