ილო ბეროშვილი და ანი ბებია - ფაქტია, რომ წელს ამ წყვილის შესახებ საუბარი არ წყდებოდა.
შეგვიძლია პოპულარულ წყვილებს შორისაც თამამად დავასახელოთ, რადგან მუდმივად ეკრანზე ჩანან, სხვადასხვა რეკლამაში, სერიალში თუ გადაცემაში და ძალიან აქტიურები არიან. თუმცა, ამ აქტიურობის მიუხედავად, ერთობლივი ფოტოების ხშირად გამოქვეყნება არ უყვართ და ურთიერთობის დეტალებზეც იშვიათად საუბრობენ.
ქეთა თოფურია და ლევ ძენგოვი - მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა.
წყვილი სოციალურ ქსელში ერთობლივ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ერთად ჩნდებიან და ერთმანეთს დიდ დროს უთმობენ.
"მე და ლეო პირველად მინსკში, მის დაბადების დღეზე შევხვდით. საგრიმიოროში გადავეყარე და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთმანეთს დავუკავშირდით და ურთიერთობაც ნელ-ნელა დაიძრა. ასე დაიწყო ეს ყველაფერი.
24 საათის მანძილზე ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულნი. არც მე მეძინა და არც მას. შემდეგ ლეომ მოსკოვში ჩამომაკითხა. ეს ალბათ ერთი ნახვით სიყვარულია. დიახ, ეს ნამდვილად ხდება“, - განაცხადა ქეთამ.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე - მათი ქორწინება ბევრს გაუკვირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან და ავსებენ. მათ გარშემო მუდმივად არიან ადამიანები, რომლებიც ცოლ-ქმრის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავენ.
ჯანეტი და ნოე სულ მალე მშობლები გახდებიან და 2020 წელიც მათთვის, 2019 წლის მსგავსად, ძალიან დასამახსოვრებელი იქნება.
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია - მედიამ მალევე აიტაცა ინფორმაცია, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი ცოლად პარლამენტარ კობა ნაყოფიას შვილს გაჰყვა.
წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა, თუმცა ამას არ ამხელდნენ. თაფლობის თვე მიკონოსზე გაატარეს, საიდანაც მიმდევრებს რომანტიკული ვიდეოებით და ფოტოებით ამარაგებდნენ.
ისინი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ და მშვენიერი ოჯახი აქვთ.