1
ნუკი კოშკელიშვილს ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კომენტარებში მამაკაცები უხამს სიტყვებს უწერდნენ. რა თქმა უნდა, ნუკი ბევრმა გამომწერმა დაიცვა და უხერხული კომენტარების ავტორებს მკვახე პასუხები მიუბრუნეს.
ტელეწამყვანი უსექსობის თემას ხშირად ეხება. მისი აზრით, ზოგჯერ ეს ყველაფერი მამაკაცებზე დამღუპველად მოქმედებს.
2
შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთი შოუსთვის მიიწვიეს გადაღებაზე, რომელიც განხილვის საგნად იქცა. საიტებმა მალევე აიტაცეს ფოტოები და ამ ყველაფერს ერთგვარი დაბნეულობაც მოჰყვა იქამდე, ვიდრე მკითხველები სიტუაციაში გაერკვეოდნენ. ტელეწამყვანის გარშემო ყოველთვის არის ჭორები, რასაც ალბათ, უკვე დიდი ხანია შეეგუა.
3
მსახიობის და ტელეწამყვანის კიდევ ერთი ფოტო მოექცა ყურადღების ცენტრში.
იმ პერიოდში ბეგაშვილი პროექტ "ყველაზე ძლიერში" მონაწილეობდა. ფოტოც სწორედ ამ პროექტის გადაღებებიდანაა და რეალობას ნამდვილად შეესაბამება. თავიდან გამომწერები ცოტა დაიბნენ კიდეც და აღნიშნეს, რომ ასეთ გამბედავ ნაბიჯს მისგან არ ელოდნენ.
4
თამო ვაშალომიძის ფოტო, სადაც ოკუპაციის თემატიკაზეა აქცენტი გაკეთებული, არანაკლებ განხილვადი იყო.
ეს გადაწყვეტილება ბევრმა ცუდ ტონად მიიღო, ბევრმაც პირიქით, მოიწონა.
5
დაბოლოს, ისევ თამო ვაშალომიძის ფოტო, ოღონდ სულ სხვა თემატიკით.
ქართველი ხალხი, შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტულმა ყველა სხვა ფოტოზე მეტად გააღიზიანა.
ფოტო ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჯგუფში, ფეიჯებზე, აზიარებდა ყველა და მოდელის ქმედებას როგორც მხიარული ტონით, ისე უხეში ფორმით განიხილავდნენ.