ცნობადმა სახეებმა მისალოცი პოსტები უკვე რა ხანია გამოაქვეყნეს, თუმცა მათ-შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნუკი კოშკელიშვილს ეკუთვნოდა.
ტელეწამყვანი ახალ წელს მეუღლესთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად შეხვდა.
აი, რას ამბობს ის თავისი სურვილების შესახებ და რას უსურვებს ადამიანებს.
ნუკი კოშკელიშვილი:
რა მინდა მოხდეს დამდეგ წელს? და რას დავუტოვებ განვლილს?
ჰმმმ, იცით რა, არ ვიცი, სულ რაღაც მიზნებს ვუსახავ ჩემს თავს და არასდროს მახსოვს.
მგონი, არც არასდროს მივყვები ამ მიზნებს. იცით, რა მინდა გისურვოთ დამდეგ 2020 წელს? თავბრუდამხვევი სიყვარული!
გისურვებთ, ახალი სუნთქვა შესძინოთ თქვენს არსებულ ურთიერთობას, ან იპოვოთ ნამდვილი სიყვარული. ოღონდ ისეთი, რომელიც გაფრთიანებთ, მუცელში პეპლები დაფრინავენ, სუნთქვა გიჭირთ, ვერაფერ სხვაზე ვერ ფიქრობთ. ვერ ჭამთ და ხდებით (დიეტის გარეშე) ბედნიერებისგან. ყველაფერი გამოგდით, სამსახურშიც საუკეთესო ხარ, იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ.
მეგობრებთანაც გიხარია ყოფნა, იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ; ფულიც საიდანღაციდან უპრობლემოდ მოდის, იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ.
მე მჯერა, რომ რა განწყობაზეც ხარ, ის გიბრუნდება. აი, ერთი რაღაც ცუდად რომ წავა და მერე რომ მიჰყვება ხოლმე ყველაფერი... და პირიქით.
მგონია რომ არც ფული მოგიტანთ ბედნიერებას, არც წარმატება, მხოლოდ თავბრუდამხვევი სიყვარული!!!!
და აი, ეგ სიყვარული ბედნიერებასთან ერთად მოგიტანთ ყველაფერს, რასაც ისურვებთ. ხოდა, შეიყვარეთ. ისეთი ადამიანი იპოვეთ, ვინც უბრალოდ ყველა კრიტერიუმს კი არ აკმაყოფილებს, არამედ მისი ცუდიც გაგიჟებთ და გიყვართ.
თუ უკვე ოჯახი გყავთ, გაიხსენეთ პირველი კოცნა და პირველი პაემანი. შეეცადეთ, გადადოთ ყოველდღიური მოსაწყენი რუტინა და რომანი გააბით თქვენს მეუღლესთან.
თუ არ გყავთ რჩეული, იმედი მაქვს, 2020 მოგიტანთ ყველაზე დასამახსოვრებელ რომანს.
თუ პატარა ხართ ზემოთ აღნიშნულისთვის, იმედი მაქვს, პირველი კოცნა იქნება ყველაზე დაუვიწყარი და ბედნიერების მომტანი.
თუ ამაზე პატარა ხართ, იმედი მაქვს, თქვენი “ქრაში” არა მხოლოდ დაგილაიქებთ ფოტოს და დაგიკომენტარებთ სთორის, არამედ მოგწერთ კიდეც!!!
მოკლედ, 2020 წელი სიყვარულში გაატარეთ, მეგობრებო!!!
პ.ს. დღეს ზუსტად 200,000 გამომწერი მყავს და 200,000-ვე თუ ბედნიერი იქნება 2020 წელს, მგონი მაგარი წელი გამოგვივა!
ნუკიმ კიდევ ერთი თბილი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მეუღლეს და შვილს ბედობის დღეს გადაუღო: "ამაზე კარგი რა უნდა დაგებედოს ადამიანს? გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ და დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას აზრს სძენენ.
და რა თქმა უნდა, გიყვარდეთ თქვენი თავი, ძალიან გიყვარდეთ, თქვენ ამას იმსახურებთ!!! "