ერთად გადავხედოთ, როგორ გარემოში და ვისთან ერთად შეხვდნენ ცნობადი სახეები 2020 წელს.
მომღერალი ქეთა თოფურია შვილს ყურადღებას არასდროს აკლებს და ცდილობს, რომ ახალი წელი მისთვისაც და ოლივიასთვისაც ჯადოსნური და დასამახსოვრებელი იყოს. გთავაზობთ ახალ ფოტოებს, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და საახალწლო განწყობაც შემოიტანა:
ანუკი არეშიძემ სახლში ოჯახთან ერთად საახალწლო ფოტოები გადაიღო, შემდეგ კი მეუღლესთან და შვილებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე მთავარ ღონისძიებას დაესწრო, სადაც უამრავი ადამიანი იყო. პოსტში დიზაინერმა ისიც აღნიშნა, რომ ბავშვებთან ერთად მუდმივად ქაოსური ფოტოები გამოსდის და ახალი წლის შემობრძანება გამომწერებს ამ სიტყვებით მოულოცა: "ასეთი ქაოსური არეულობით გილოცავთ ყველას, ყველას გულით, 2020 წელს! იყავით ბავშვებივით ლაღები, ბედნიერები. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს და ულევ სიხარულს! მრავალს დაესწარით. მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველას".
გთავაზობთ ცნობადი სახეების ახალ, საახალწლო ფოტოებს: