ლოს-ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის, SAG Awards-ის 26-ე პრემია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ჯენიფერ ანისტონი Dior-ის კაბით ბრწყინავდა. მან თავის ხელმომწერებს "ინსტაგრამში" ხრიკი გაუზიარა, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მანქანაში კაბა არ დაიჭმუჭნოს.
როგორც აღმოჩნდა, ჯენიფერმა მწოლიარემ იმგზავრა: "არც ერთი ნაწიბური. ეს იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს..."
ასეთივე სცენა გვახსოვს ჯენიფერის ერთ-ერთ ფილმშიც, სადაც ის მანქანაში დაწოლილი მგზავრობს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.