სუპერმოდელ ირინა შეიკს ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ თაყვანისმცემლები მოსვენებას არ აძლევენ. ფაქტია, რომ "ინსტაგრამზე" ბევრი მათგანი აფიქსირებს თავის აზრს როგორც ირინას გარეგნობასთან, ისე მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში შეიკი ცეცხლოვანი ფოტოებით გვანებივრებს.
ცნობილ დიზაინერ რიკარდო ტიშისა და ირინას გარშემო უკვე რა ხანია ჭორების ტალღაა აგორებული. თავიდან განიხილავდნენ იმასაც, რომ ეს ურთიერთობა ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ ეჭვები უფრო გაღრმავდა, როცა მათ ერთად სულ უფრო ხშირად ხედავდნენ.
საქმე იმაშია, რომ ირინა და რიკარდო დიდი ხანია მეგობრობენ. მოდელმა გადაწყვიტა, ამ თემასთან დაკავშირებით ეხუმრა, რადგან ალბათ დაიღალა მუდმივად იმის განხილვით, არიან თუ არა ის და რიკარდო ერთად. "MR and MRS Tisci" - სწორედ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ეს ახალი ფოტო შეიკმა ცოტა ხნის წინ.
პოსტს დადებითი ტალღა მოჰყვა. თავად რიკარდომ გადაწყვიტა, რომ ხუმრობას აჰყოლოდა და დაწერა: "მე შენ ძალიან მიყვარხარ", რის შემდეგაც გამომწერების რეაქციებს დაელოდა და გაიცინა.
ერთ-ერთმა გამომწერმა ახალი ფოტოს კომენტარებში რიკარდოს მიმართა: "ხელი სთხოვე და მოიყვანე ცოლად. შესთავაზე, რომ დაქორწინდეთ. თქვენ მართლა შესანიშნავი წყვილი იქნებოდით და ძალიან უხდებით ერთმანეთს".