თებერვლის დასაწყისში მილა იოვოვიჩს და მის მეუღლეს, მსახიობ პოლ ანდერსონს მესამე შვილი შეეძინათ. წყვილს ქალიშვილი - ოშუანი გაუჩნდა. მილამ ფოტოები "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჩვილს სიყვითლის მძიმე ფორმა აქვს.
"არაფერია იმაზე კარგი, როგორც ხედავდე, თუ როგორ უყვართ თქვენს შვილებს ერთმანეთი და ერთად გატარებულ დროს აფასებენ. დეშიელი გამუდმებით ზის "მის პატარა ბაიასთან" და ბოთლიდან აჭმევს. ახლა პატარას კონცენტრირებული ძუძუს რძით ვკვებავთ, რადგან მას სიყვითლე აქვს მძიმე ფორმით. ოშუანი სწრაფად ვერ გამოჯანმრთელდა, ამიტომ ჩვენ ერთი კვირა საავადმყოფოში ვართ. ექიმებმა თქვეს, რომ რაც მეტ რძეს დალევს, მით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდება. მაგრამ ის ძალიან მალე იძინებს, როდესაც ძუძუს წოვს. ამიტომ მოგვიწია მისი კვება ბოთლიდან." - ჰყვება მსახიობი.