საქართველოში ბევრი ლამაზი და საინტერესო წყვილია, თუმცა სოციალურ ქსელში, ცხადია, ყველა ვერ იაქტიურებს. ამჯერად შევარჩიეთ პოპულარული წყვილები, რომლებიც "ინსტაგრამს" იპყრობენ და მათ სიახლეებს ადამიანები ხშირად "უთვალთვალებენ".
მარიამ ხორგუაშვილი და ვაკო გიგინეიშვილი - მოდელი მარიამ ხორგუაშვილი ეფექტური გარეგნობით თავს წლების წინაც იწონებდა, თუმცა ახლა კიდევ უფრო დახვეწილია და დედობა ძალიან უხდება.
ის თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. აი, რას წერენ გამომწერები მათ ახალ ფოტოებზე: "თქვენნაირი წყვილი იშვიათია", "საუკეთესოები ხართ", "თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება"...
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია - გათხოვების შემდეგ მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან გადაღებულ ფოტოებს, ფაქტობრივად, არ აქვეყნებდა, თუმცა ბოლო თვეებია გააქტიურდა.
წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა, თუმცა ამას არ ამხელდნენ. გამომწერები მათ მიმართ დადებითად არიან განწყობილნი.
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - ცოტა ხნის წინ გოგონას მშობლები გახდნენ და ემოციური ფოტოებიც გააზიარეს. ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე და "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი 2019 წლის ივნისში დაქორწინდნენ. "ინსტაგრამზე" ორივე აქტიურია და მათ გარშემო ყოველთვის დადებითი ემოციები ტრიალებს.
ანა ახვლედიანი და გიგი ბერაია - მართლაც რომ მისაბაძი ცოლ-ქმარია. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს უსაზღვროდ უხდებიან, მოსიყვარულე მშობლებიც არიან. მათი უმშვენიერესი გოგონა - ევა "ინსტაგრამის" მიმდევრებში ძალიან პოპულარულია. აღფრთოვანებული გამომწერები თბილი და მოსიყვარულე ოჯახის მიმართ საუკეთესო სიტყვებს არასდროს იშურებენ.
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა - ნინი და მისი მეუღლე 2015 წლიდან ერთად არიან. მართალია, ისინი გამომწერებს ერთობლივ ფოტოებს ხშირად არ სთავაზობენ, თუმცა ნინი ამ ყველაფრის კომპენსირებას უსაყვარლესი შვილების ფოტოებით ნამდვილად ახერხებს. წყვილს ორი შვილი ჰყავს - თემურ და ტოკიო უგულავები.