ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს და ცხადია, გულშემატკივრები მუდმივად ეხმაურებიან.
მის გარშემო არაერთი ჭორი იყო და ალბათ, იქნება კიდეც, რასაც უკვე შეეჩვია.
თუ მაიას "ინსტაგრამს" გადახედავთ, იხილავთ კომენტარებს, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ქალბატონებს მოტივაციას უღვივებს.
"ძლიერი ქალის სიმბოლო ხარ", "შენ ხარ გაზაფხული, მოშრიალე ყვავილი, მზიანი მთა და ჩუხჩუხა ჩანჩქერი, სიმწვანე, სინაზე და ბედნიერება. მიყვარხარ, მაიკო", "ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ხართ. მინდა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ბედნიერებაში და სიხარულში გაატაროთ", "ყოველთვის მომწონდი, მაგრამ ახლა სუპერ გოგო ხარ"... - ეხმაურებიან მაიას ახალ ფოტოებს მისი გულშემატკივრები.
ტელეწამყვანმა ახალი ტატუ გაიკეთა და ჩანს, რომ ენერგიულ, მამოტივირებელ ტალღაზეა.
პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს მაიამ ერთხელ საკმაოდ კონკრეტულად უპასუხა: "პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, ის უბრალოდ დაცულია"...