მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი 51 წლის გახდა. ჯენიფერი გამორჩეულია თავისი მარტივი, დახვეწილი სტილით და ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროა.
წითელ ხალიჩაზე მისი თითქმის ყოველი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევს. მსახიობი ბუნებრიობით გამოირჩევა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც განსაკუთრებით უყვართ. ჯენის კარიერაში გარდამტეხი როლი სერიალმა „მეგობრებმა“ ითამაშა.
სწორედ ამ სერიალით მოიპოვა პოპულარობა და მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის გული მოინადირა.
სურათი ახალი ფოტოსესიიდან
როგორც სხვადასხვა გამოცემა წერს, ენისტონი გამორჩეულია სხვა ვარსკვლავებისგან თავისი გულწრფელობითა და თბილი, მეგობრული დამოკიდებულებით ფანებისადმი. მას დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვს თავის ყოფილ რომანტიკულ პარტნიორებთან: ბრედ პიტთან და ჯასტინ ტერუსთან.
გაგრძელება