"ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი ერეკლე კოდუა, რომელიც მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე ქორწინების შემდეგ გახდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა და წლებია უნგრეთში ცხოვრობს.
ერეკლე კოდუაზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმეც აქვთ აღძრული. მას ერთ-ერთ საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც აქვს შეფარდებული, თუმცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არავის ემალება, უნგრეთში მესამე ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და დროს მოგზაურობაში ატარებს.
კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობის გოგონაა და კოდუას ევროპაში წასვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, სახლში სტუმრად იღებენ ქართველ ნათესავებს, ერეკლე კოდუას ხუთ შვილს საქართველოდან, რომლებიც ყოფილ მაღალჩინოსანს ორი ქორწინებიდან ჰყავს.
გაგრძელება