ყველა გოგონას უნდა, 50 წლის ასაკში ამ ლამაზმანივით გამოიყურებოდეს. ჯენიფერმა american bowl-ის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა და თავის პირად "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "დასვენებული და დამუხტული". სურათზე ლამაზმანი ბიკინიში პოზირებს და მუცლის პრესის დემონსტრირებას ახდენს.
შეგახსენებთ, რომ ჯეი ლო შაკირასთან ერთად ჰედლაინერი გახდა ამერიკული ფეხბურთის წლევანდელ სეზონზე. ის სცენაზე გამოვიდა თავისი სიმღერით Jenny From The Block, Get Right, Waiting For Tonight, Mi Gente, On The Floor, Let’s Get Loud, რომელიც შაკირასთან და თავის ქალიშვილთან, ემასთან ერთად შეასრულა. ამ წვეულებისთვის მომღერალი დიდი ხანი ემზადებოდა, მათ შორის, სტრიპ-პლასტიკასაც ეუფლებოდა, რაც ფილმ "სტრიპტიზიორებშიც" დასჭირდა. ახლა კი თამამად ტკბება თავისი შრომის შედეგით!
წყარო