ანი ბებია და ილო ბეროშვილი მშობლები გახდებიან (+ფოტო)

ანი ბებია და ილო ბეროშვილი მშობლები გახდებიან (+ფოტო)
მსახიობი ანი ბებია ორსულადაა. მისი რჩეული ილო ბეროშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ანის მუცელი უკვე ეტყობა. სიახლეს თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მათ გულშემატკივრებს ეს ინფორმაცია ძალიან გაუხარდათ.
ისინი წერენ, რომ ანი და ილო იმსახურებენ ბედნიერებას, რადგან ძალიან უხდებიან, კარგები არიან და ამავდროულად, არავის ჰგვანან. მსახიობებმა ბევრი მილოცვა მიიღეს. მათი მისამართით ყოველთვის დადებითი განწყობა იგრძნობოდა და ახლაც ასეა.

წყვილი "ინსტაგრამზე" ნაკლებად აქტიურობს. ისინი უფრო ხშირად "ფეისბუქს" იყენებენ და გულშემატკივრებმაც ახალი ამბავი პირველად სწორედ მათი "ფეისბუქგვერდიდან" გაიგეს.

"ოცნებებს რომ აგიხდენს, ისეთი ადამიანი მყავს გვერდით" - თქვა ანიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. ილო ბეროშვილმა კი ახალ ფოტოს შემდეგი წარწერა დაურთო: "ყველაფერი მივიღეთ, რაც გვსურდა".
შეგახსენებთ, რომ წყვილი უკვე 2 წელზე მეტია, რაც ერთადაა და პარტნიორები "ჩცდ"-ის გადასაღებ მოედანზეც იყვნენ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93