ქეთი მელუა სწორედ ის ქართველი მომღერალი ქალბატონია, რომლის მიმართაც უარყოფითად განწყობილი არავინ მინახავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცდილობს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ხელოვანებს დაეხმაროს და მათ პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს.
მის მიმართ მადლიერებასა და პატივისცემას ყველა თავისებურად გამოხატავს. ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთი მელუას სახელობის ტიტაც კი გამოიყვანეს, რომელსაც "Tulipa Katie Melua" უწოდეს.
მშვენიერი გარეგნობისა და სულის მქონე მომღერალი უკვე მრავალი წელია გათხოვილია. ის 2012 წელს დაოჯახდა.
მისი რჩეული კი ინგლისელი მრბოლელი ჯეიმს ტოუზლენდი გახლავთ. ქეთის მეუღლე, მრბოლელის გარდა, მუსიკოსიც არის, ის პიანისტია, მღერის და სიმღერებს წერს.
ერთ დროს ქეთისა და მისი მეუღლის ურთიერთობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისინი დაშორდნენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ფაქტია, ცოლ-ქმრის სიყვარულმა გამოცდებს შესანიშნავად გაუძლო.
ერთად გადავხედოთ მომღერლის ოჯახურ ფოტოებს:
ქეთი ძმასთან - ზურაბ მელუასთან ერთად.
ძმის და ბაბუის გვერდით