ნუკი კოშკელიშვილი: "გამართლება და ჩაძიება სისულელეა"

ნუკი კოშკელიშვილი: "გამართლება და ჩაძიება სისულელეა"
დღესდღეობით, ქალბატონებისთვის (და არამხოლოდ მათთვის) ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა არშემდგარი ურთიერთობებია. სწორედ ამ თემის ირგვლივ ისაუბრა ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა.
ვიდრე მის მოსაზრებასა და ქალბატონების კომენტარებზე გადავიდოდეთ, ყურადღება უნდა გავამახვილო იმაზეც, რომ როგორც წესი, შიში და თავის ტყუილად დაიმედების მცდელობა - ორი ყველაზე მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია. ნაბიჯის გადადგმის გვეშინია ან წინასწარ ვაჯერებთ თავს, რომ რაღაც არ გამოვა. სხვის მაგივრადაც თვითონ ვპასუხობთ ჩვენს თავს. ხან კი უბრალოდ ილუზიებში ვცხოვრობთ და ასე ვკარგავთ შესაძლებლობას.

ნუკი კოშკელიშვილი:

"რაზე ვფიქრობ, იცით?! ადამიანს თუ რაღაც
უნდა, ის ხომ ქვას გახეთქავს და ამას გააკეთებს?
თუ მე ვარ ასეთი? აი, რომ მინდოდეს რაღაც, ვერ მოვისვენებ, თუ არ გავაკეთე (რაღაც აბსურდულ ფუფუნებაზე არ მაქვს საუბარი), თუ ეს რაღაც ჩემს ფინანსებს არ აღემატება და მორალის ფარგლებშია. 
მაგალითად, მინდა თმის შეჭრა. გავაფრენ, სანამ არ შევიჭრი.

ან დიდი ხნის უნახავი მეგობარი მომენატრა, მე ვერ დაველოდები ორი კვირა, სანამ ორივე მოვიცლით, გადავდებ ყველაფერს და ვნახავ. ხოდა, ეს მე ვარ სულსწრაფი ტყუპები თუ ყველა ასეა? აააა კიდევ მეგობრები, რომ მიყვებიან თავიანთ “ქრაშებზე”... ის, რომ არ წერს და არ ნახულობს და რაღაცით თავის დამშვიდებას რომ იწყებენ -"ვერ მოიცალა, პრობლემები აქვს”, "აუ გამოჩნდება ხომ იცი, უყვარხარ”.
მე მგონია, თუ უნდა მოწერა და ნახვა, გნახავს და მოგწერს და თუ არ გწერს, ესე იგი, არც უნდა! გამართლება და ჩაძიება სისულელეა. ან ზოგმა იცის, ვერ მოვაბი თავი (რაღაცის გაკეთებას), მაგალითად, ხატავს კარგად და იძახის, ოცნებაა გამოვაქვეყნო ჩემი ნახატები, მაგრამ ვერ მოვაბი თავი... რანაირი ოცნებაა, თავს თუ ვერ აბავ?!?!
ჩემი და, რომელიც ასევე ტყუპია, არ არის ასეთი და შეუძლია მოითმინოს, არ იჩქაროს. ნეტავ უმეტესობა როგორ ხართ ამ საკითხში??? მართლა მაინტერესებს."


ტელეწამყვანს სხვადასხვა ზოდიაქოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"თევზი ვარ და სრულიად განსხვავებული ამ ნიშნისგან. არ მესმის და არასდროს მესმოდა გამამართლებელი დებულებების. როცა ვამბობთ, რომ რაღაც გვინდა გავაკეთოთ და ვერ ვასწრებთ, თავს ვერ ვაბავთ, ესე იგი, საკმარისად არ გვინდა. ეს არის მიზეზი, მეტი არაფერი. რამე გინდოდეს და არ გამოგდიოდეს? რა სისულელეა","მეც ტყუპები ვარ და ზუსტად ასეთი. სასწრაფოდ ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ყველანაირ გზას ვპოულობ, რომ გავაკეთო.", "ვერძი ვარ, მაგრამ ანალოგიური ხასიათი მაქვს. არ მიყვარს საქმის გადადება და ლოდინი.ან მაშინვე ვაკეთებ, ან აღარასდროს. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და რას უნდა ველოდოთ?!", "მშვილდოსანი ვარ, მაგრამ საშინლად სულსწრაფი. ესეც სწრაფად წავიკითხე","მგონი ყველა ტყუპი ასეა"...თქვენ როგორ მოქმედებთ, გიყვართ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება თუ პირიქით, დინჯად მიუყვებით გზას და ნაჩქარევად არაფერს აკეთებთ?

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93