დღემდე ბევრისთვის რთული დასაჯერებელია, რომ ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს დაშორდნენ, მათ ბევრი იდეალურ წყვილად თვლიდა. განქორწინების პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ვინაიდან ჯოლიმ მეუღლესთან განქორწინება 2016 წელს გადაწყვიტა და სულ ახლახანს მოაწერეს ხელი ოფიციალურ დოკუმენტებს. განშორების მიზეზი, როგორც ოფიციალურად თქვეს, უთანხმოებები აღმოჩნდა. თუმცა ყველას გვახსოვს ის მომენტი, როგორ ეჩხუბა უფროს ვაჟს მედოქსს ბრედი და როგორც ამბობენ მასზე ხელიც ასწია. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, თუმცა გამოძიებამ დეკემბერში დახურა საქმე მამის მიერ შვილისადმი უხეშად მოპყრობის თაობაზე.
სულ ახლახანს კი სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯოლიმ ნება უნდა დართოს პიტს ბავშვების რეგულარულად მონახულებაზე. აქვე აღნიშნეს, რომ "შვილებისთვის მამასთან ურთიერთობის არქონა ცუდად აისახება მათზე." მედოქსი კი თავად გადაწყვეტს რამდენ ხანს გაატარებს მშობლებთან, ვინაიდან ის უკვე 16 წლის გახდა. სოციალურ ქსელებში ამტკიცებდნენ, რომ ჯოლი ცუდად გრძნობს თავს, თუმცა მსახიობთან დაახლოვებულმა პირმა People-ს განუმარტა: "ენჯი თავს ძალიან კარგად გრძნობს, მთლიანად სამსახურშია ჩაფლული, ბავშვები კი ამაყობენ თავიანთი დედით: ის მათ ეხმარება მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფოკუსირებაში."
სხვათაშორის ფანებს სჯერათ, რომ ენჯი და ბრედი შერიგდებიან, თან ამას ემატება ისიც, რომ ბრედი ახლახანს დაშორდა თავის ახალ გოგონას არქიტექტორ ნერი ოქსმანს და კვლავ თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ჯოლიმ და პიტმა ერთმანეთი ფილმ "მისტერ და მისის სმიტის" გადაღებების დროს 2004-ში გაიცნეს. თუმცა დაქორწინდნენ 10 წლის შემდეგ. ქორწინებიდან სამი ბიოლოგიური და სამი აყვანილი ბავშვი ჰყავთ.
წყარო