როგორია მსოფლიოს წამყვანი ვიზაჟისტების მაკიაჟი რეალობაში და "ინსტაგრამზე" - Marao

როგორია მსოფლიოს წამყვანი ვიზაჟისტების მაკიაჟი რეალობაში და "ინსტაგრამზე"

2020-04-03 10:00:53+04:00


„ინსტაგრამზე“ მრავლად იხილავთ ფოტოებს, რომლებიც დაგიტოვებთ განცდას, რომ მაკიაჟი სრულყოფილია. თუმცა ეს ყველაფერი რეალობასთან მაინც აცდენილი შეიძლება იყოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ, თუ როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები ერთი და იგივე მაკიაჟით სოციალურ ქსელსა და რეალობაში.

ადრიანა ლიმა

ადრიანა ლიმამ ყველაზე პოპულარული მაკიაჟი აირჩია - ბრინჯაოსფერი ტონები და „nude” ეფექტი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ეს ყოველივე მართლაც ძალიან ლამაზი და ბუნებრივია, რადგან მოდელმა მსუბუქი ტონები გამოიყენა. ამ დეტალმა ხაზი გაუსვა წარბებსაც. თუმცა, რეალურად, მსგავსი მაკიაჟი გადამეტებულადაც შეიძლება გამოჩნდეს. სახეზე ბრინჯაოსფერი ტონი გამოკვეთილად ჩანს, თითქოს ვარსკვლავი დიდხანს იყო მზეზე ან სოლარიუმში.

კარლი კლოსი

ამ შემთხვევაში მაკიაჟმა გაამართლა როგორც ფოტოზე, ასევე რეალურადაც. პირველ შემთხვევაში ოთახის განათება მაკიაჟს მდიდრულ და ჰარმონიულ იერს აძლევს. სხვა, სინათლეზე გადაღებული ფოტოს მეშვეობით კი ვხედავთ, რომ ახალი ფერებიც გამოჩნდა, რამაც კარლის სახეს უფრო მეტი სინაზე და სიკაშკაშე შესძინა.

როუზ ბირნი

„ინსტაგრამზე“ ბირნის მაკიაჟი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ყავისფერი ტონები და მბზინავი კანი - ეს ყველაფერი მსახიობს ახალგაზრდულ იერს სძენს.

მაგრამ რეალურად, ამ მაკიაჟმა სხვა ეფექტი გამოავლინა: ატმისფერი იმდენად მკვეთრი აღმოჩნდა, რომ ყურადღება მასზე უფრო გამახვილდა, ვიდრე მაკიაჟზე.

პენელოპა კრუსი

რთული იყო იმის დაჯერება, რომ ამ ორ ფოტოში ერთი და იგივე ადამიანია. ეს ყველაფერი, ალბათ, მაინც ფოტოს დამუშავების გამო მოხდა. გარდა ამისა, მსახიობმა არჩევანი ისეთ მაკიაჟზე შეაჩერა, რომელიც ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა.

ემილი რატაკოვსკი

სოციალურ ქსელში ემილის მაკიაჟი ისე კარგად გამოიყურება, რომ რთულია ამაზე თვალები დახუჭო. რთული დასაჯერებელია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი განსხვავებულად შეიძლება იყოს. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ მაკიაჟში არამდგრადი პროდუქტები გამოიყენეს. ემილის წყლიანი თვალები ჰქონდა, ხოლო ქვედა ქუთუთოზე ლაქები უჩანდა, რომლებიც თვალის გარე კუთხეებშიც იყო.

მარტა ჰანტი

ბრინჯაოს და ოქროსფრის ნაზავი და ატმისფერი, ნაზი მარტა ჰანტის მაკიაჟი „ინსტაგრამისთვის“ ნამდვილად ხელსაყრელია, თუმცა რეალურად არც ისე ნათელი და ეფექტური აღმოჩნდა. საჭიროა სწორი განათება და კუთხე, რომ მსგავსი შედეგი არ მივიღოთ.

ჯულია გარნერი

მარტა ჰანტისგან განსხვავებით, მან აირჩია ტონები, რომლებმაც მაკიაჟი ერთი შეხედვით უფრო ნაზი და ჰარმონიული გახადა. თუმცა ჯულია ფოტოზე სრულიად განსხვავებულად გამოიყურება: მუქი წარბები და მეტალის პომადა. ეს ყველაფერი კი უფრო უხეშად გამოჩნდა.

წყარო: www.cosmo.ru