შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიო ერთ მუშტად იქცა. საოცარი სულისკვეთება იგრძნობა ცნობადი ქალბატონების მხრიდანაც, რომლებიც იზოლაციის ჟამს გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს გვიზიარებენ.
ყველა მათგანი ერთ აზრზეა: იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მოვუფრთხილდეთ და ოჯახის წევრებიც დავიცვათ, უნდა დავრჩეთ სახლში!
ჯენიფერ ლოპესი მეუღლესთან, ალექს როდრიგესთან ერთად უკვე რა ხანია თვითიზოლაციაში იმყოფება და გამომწერებსაც მოუწოდებს, რომ თავს გაუფრთხილდნენ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
"კოვიდ-19-ისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური და საუკეთესო გზა სახლში დარჩენაა"- გვეუბნება ჯეი ლო.
ვარსკვლავმა სითბოთი აღსავსე, დამრიგებლური ვიდეო გამოაქვეყნა:
ჯენიფერ გარნერი საკუთარი ოჯახის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. ის მიჰყვება სპეციალისტების რჩევებს, იბანს ხელებს საგულდაგულოდ და ცდილობს, რომ ქალბატონები აიყოლიოს და ვარჯიში დააწყებინოს. წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც ჩანს, იზოლაციის ჟამს როგორ ვარჯიშობს. ვიდეო ეხება ახალ გამოწვევასაც, რომელშიც არაერთი ვარსკვლავი ჩაერთო.
ცხადია, ემილი რატაკოვსკიც იმ ადამიანთა რიგებშია, რომლებიც სახლში რჩებიან. მისი კრეატიულობის შესახებ არაერთმა ადამიანმა აღნიშნა და არ შეგვიძლია, რომ არ დავეთანხმოთ. ემილიმ სახალისო ვიდეოები შემოგვთავაზა, რაც კარანტინის პერიოდს ასახავს.
არანაკლები კრეატიულობით გამოირჩევა ქართველი მოდელი მირანდა შელია. მან "ინსტაგრამზე" იზოლაციური რუტინის ამსახველი სახალისო ფოტო განათავსა.
საინტერესო ვიდეოებს იხილავთ რიზ უიზერსპუნის "ინსტაგრამზეც". მან გადაწყვიტა ექიმისთვის კითხვები "ინსტაგრამის" IGTV-ის მეშვეობით დაესვა. ვიდეოების სრულად ნახვა მის "ინსტაგრამზე" შეგიძლიათ. რიზმა ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ინფორმირებულები ვიყოთ და კორონავირუსისგან თავის დასაცავ ყველა რჩევას არ ვენდოთ. სჯობს ვუსმინოთ სპეციალისტებს.