ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ Time-ის ონლაინკონფერენციაზე კორონავირუსის თემაზე ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ პირველ რიგში, ასეთ მძიმე პერიოდში უნდა იყოთ კონტაქტში ოჯახის წევრებთან და დაეხმაროთ გაჭირვებულებს.
"მე ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთის მოსმენა. უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და ყურადღებით იყვნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მე იმედი მაქვს, რომ ადამიანები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დახმარების ხელს გაუწვდიან ერთმანეთს", - განაცხადა მსახიობმა.
"მე ახლა უფრო გახსნილი ვარ და მინდა, სხვებისთვის რაიმეში გამოსადეგი ვიყო" - დაამატა ჯოლიმ.