ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა კიდევ ერთი გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც საუბარია კარანტინის შემდგომ მოსალოდნელ საფრთხეებზეც და იმ რისკზე, რის წინაშეც ახლა ბევრი ოჯახი დგას.
ნუკი კოშკელიშვილი: "გუშინ მომივიდა მესიჯი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ხოდა, ხომ იცით, როგორც ხდება, უსაქმურობისას დავიწყე დაგუგვლა...
აბა, თუ მოიმატა კრიმინალმა მსოფლიოში? აღმოჩნდა, რომ საგრძნობლად დაკლებულია, თუმცა..!!!! ოჯახური ძალადობა პიკზეა, ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა...აზრზე ხართ, რამდენი ოჯახი დაინგრევა, ეს კარანტინი რომ ჩაივლის?..
აქამდე სულ წარმოვიდგენდი ხოლმე ქართველ კაცს (ეს უკვე სტერეოტიპია, მე არაფერ შუაში ვარ), საყვარელს რომ ვერ ნახულობს და ცალკე ის უბურღავს ტვინს და ცალკე ბავშვები კივიან სახლში და ცოლიც ეჭვის თვალით გიყურებს.... და მეცინებოდა, ზოგადად მაგ საშუალო ასაკს გადაცილებულ კლასტერზე მეცინება, თან მეცოდებიან, ეს რომ კარგი ტიპობა ჰგონიათ... მაგრამ თურმე უბრალოდ კი არ იტანჯებიან თავის პატარა სამყაროში, არამედ ცოლებზე ძალადობენ... მინდა ხაზი გავუსვა - ჩხუბს არ ვგულისხმობ!!!!
ჩხუბი და სკანდალები მოსულა, ყველა ოჯახშია, თან ახლა ყველა დასტრესილია და მით უმეტეს. მე ვგულისხმობ ცემა-ტყეპას!!! ეს არ მოსულაა!!!
ვიცი, რასაც იტყვის ბევრი, ასე თქმა ადვილიაო, ადგე, დარეკო და უთხრა შვილების მამაზე - მირტყამსო, ძნელია...
არც ვამბობ, რომ ადვილია, მაგრამ ამას თუ არ გააკეთებთ, თქვენ მოგკლავენ და თქვენი შვილები გაიზრდებიან მოძალადეებად ან დაჩაგრული ადამიანები, სხვა ვარიანტი არ არის.
ხოდა, თუ ფიქრობთ, რომ ოჯახის შენარჩუნება ბავშვისთვის უკეთესია, ცდებით!!
ბავშვი ვერ გაიზრდება ნორმალური და ბედნიერი, თუ ის არ იზრდება ბედნიერ და მშვიდ გარემოში...
და პოზიტიურ ნოტზე რომ დავასრულო, მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პირიქით გაამაგრებს თავის ურთიერთობას ახლა. როგორც იქნა, მიეცათ საშუალება, ერთად გაატარონ ამდენი დრო, გაიხსენონ, რა უყვართ ერთმანეთში და ახლიდან გააღვივონ ყოფითობისგან ჩამქრალი გრძნობები. თქვენ რას ფიქრობთ?"
„სამწუხაროდ, თვითონ ქალებს მიაჩნიათ ნორმად. ზოგს მოსწონს კიდეც. კიდევ შემორჩა დამახინჯებული აზროვნება, რომ ქმრის გაგულავება ჩვეულებრივი მომენტია და რა მოხდა? მაგრამ, საბედნიეროდ, ახალგაზრდა ბიჭების დიდი ნაწილი სულ სხვანაირად ფიქრობს. ცოლებს პატივს ცემენ და კაცობად სწორედ ცოლის სიყვარული მიაჩნიათ. დროთა განმავლობაში, იმედია, სულ გაქრება ასეთი საშინელი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ.“,
„ყველაზე ცუდი სინდრომია თანამედროვე ოჯახებში, ფულის მხრივ ქმარზე დამოკიდებულების სინდრომი. როცა ქალი დამოკიდებულია ვინმეზე, ხმას ვერ ამოიღებს, რადგან შეეშინდება გამოუსწორებელი შედეგების. მე ვფიქრობ, ქალების 99.99% ასეა. ამიტომ ქალს საკუთარი შემოსავლები უნდა ჰქონდეს, რომ არავინ არ მოინდომოს ბრჭყალების გამოჩენა, არც შინაურმა ტურამ და არც საგარეო მგელმა.“