იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც სალონში ხშირ სიარულს იყვნენ მიჩვეულნი, ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა. ამ შემთხვევაში, შორენა ბეგაშვილს ნამდვილად გაუმართლა, რადგან მზრუნველი ქალიშვილი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მსახიობმა და ტელეწამყვანმა გამოაქვეყნა სახალისო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეხმარება ევა დედამისს თმის შეღებვაში.
„მეც მინდა სალონი მქონდეს სახლში, ამ იზოლაციის დროს“, „რა მაგარია“ - ეხმაურებიან ვიდეოს გამომწერები.
ისევე, როგორც თითქმის ყველა ჩვენგანი, ევა და შორენაც ფილმების და სერიალების ყურებით ირთობენ თავს. ცდილობენ, ერთმანეთი არ მოაწყინონ.
შორენა „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთ ახალ გამოწვევასაც შეუერთდა, რაც ბალიშებით ფოტოს გადაღებას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა, მათ შორის, კრიტიკული კომენტარებიც.
ერთ-ერთ ვიდეოს ბევრი დადებითი ემოცია მოჰყვა, რადგან თავის მსმენელებს ერთგვარი სიურპრიზი მოუწყო და კლასიკურ კაბაში გამოწყობილმა მტვერსასრუტით სახლის დალაგება დაიწყო.
ბეგაშვილი ხშირად მოუწოდებს ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში და რეგულაციებს დაემორჩილონ.
როგორც ჩანს, ევას და შორენას ოჯახის უსაყვარლესი წევრიც მშვენივრად გრძნობს თავს. მას სანი ჰქვია და გამომწერებს ძალიან უყვართ.