ტოპ-3 ყველაზე გემოვნებიანი ქართველი ქალბატონი "ინსტაგრამზე": სტილისტის რჩევით

ტოპ-3 ყველაზე გემოვნებიანი  ქართველი ქალბატონი "ინსტაგრამზე": სტილისტის რჩევით
სტილისტი პოლინა ჯანდაროვა საუბრობს ქართველი ქალების ჩაცმულობაზე, მათ კრეატიულობაზე, რატომ არიან მისაბაძები და რა გამოარჩევთ. მათ შორის მოხვდნენ ქალბატონები, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ.

  • სიაში პირველი ადგილი დიზაინერ ანუკი არეშიძეს ერგო. ალბათ, ეს ამბავი გასაკვირი არც არის, რადგან ანუკის ჩაცმულობას სხვადასხვა უცხოური გამოცემა ხშირად განიხილავს და საკმაოდ დადებითადაც აფასებს.
  • როგორც ჩანს, სტილისტი მის ჩაცმულობას დიდი ხანია აკვირდება. არეშიძის „ლუქები“ იყო ერთ-ერთი რამ, რაც ყველაზე ვრცლად მიმოიხილა:
ლედი გამორჩეული ჩაცმის სტილით - ანუკი არეშიძე.
ეს მომხიბლავი ქერა ქალბატონი ქალაქის
მერის, კახა კალაძის მეუღლეა (გადახედეთ მის „Instagram"-ს. მას საოცნებო კაცის ყველა თვისება გააჩნია: გარეგნობა, ხიბლი, სტილი, სიყვარული, რომელსაც ბავშვებისადმი იჩენს და თავისი საქმიანობა). ანუკი ყოფილი მოდელია. ახლა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის, „ANOUKI“-ს მმართველია. ჩემი აზრით, დიდი წვლილი შეაქვს, როგორც შვილების, ისე ქმრის ჩაცმულობაში. მისი კოსტიუმები სადა და ნაზია. წითელი ტუჩსაცხი, დიდი ზომის სათვალეები და ორიგინალური ვარცხნილობა - დიზაინერის ჩაცმულობის მთავარი აქცენტებია, რომლებიც სხვებისგან განასხვავებს და ერთგვარი სიგნალივითაა.


  • შემდეგი ქალბატონი კი თაკო ჩხეიძეა. სტილისტი მისი ჩაცმულობით, დახვეწილობით და დეტალებით ნამდვილად აღფრთოვანდა. თაკო ჩხეიძე სწორედ ის ქალბატონია, რომელიც დიდი ხანია ახერხებს, რომ მოდის სფეროში თავისი სიტყვა თქვას.
Tbilisi Fashion Week-ის დამფუძნებელი, ჟურნალ "Nargis Georgia"-ს მთავარი რედაქტორი, სამოდელო სააგენტო "GeoModels"-ის კრეატიული დირექტორი.
მისი სტილი ძალიან ჰგავს პოლიტიკოსების ცოლების ჩაცმის სტილს: დომინირებს კლასიკური პიჯაკები, მარგალიტები, მიდი-ქვედაბოლოები, აბრეშუმის შარფები...
თაკო მშვენიერი ქალბატონია, რომელმაც შესანიშნავად იცის, როგორ მოიხდინოს სამოსი და ამავდროულად, გამოირჩეოდეს. - გვითხრა სტილისტმა.



ლიკუნა ხაჭაპურიძე
ბოლოსთვის მოვიტოვე ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი გვარი აქვს: ლიკუნა ხაჭაპურიძე. ის „LookModelsManagment“-ის მოდელი გახლავთ. ალბათ, თვალში საცემია ის, რომ ლიკუნას ჩაცმულობა მინიმალისტურ შტრიხებს ატარებს. მის გარდერობში იხილავთ საინტერესოდ გაფორმებულ კაბებს და მაისურებსაც. ლიკუნას ჩაცმის სტილში სიმკაცრე და სექსუალურობის ნაკადი იგრძნობა.
რატომ ღირს ქართველების ჩაცმულობისთვის ყურადღების მიქცევა? მივიჩნევ, რომ ქართველი ქალების ჩაცმულობა და ის, თუ როგორ წარმოაჩენენ ამ ყველაფერს- ახალი ფრანგული სტილია.
და ეს ყველაფერი ბევრად მეტს იტევს. მათ გააჩნიათ იდუმალება, ემოციები, რაც მარადიულია. ეს ქვეყანა არა მხოლოდ სტუმართმოყვარეობით და შესანიშნავი კერძებით გამოირჩევა, არამედ გემოვნებით და სტილითაც. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა ვისწავლოთ ქართველებისგან. - განაცხადა სტილისტმა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93