თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოწვევას: #pillowchallenge ქართველი ცნობადი სახეები დიდად არ გამოხმაურებიან.
თუმცა მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა მსგავსი თემატიკის ფოტოები შემოგვთავაზეს, რამაც „ინსტაგრამზე“ გამომწერები გაააქტიურა.
შვილთან გადაღებულ ფოტოს ჯანეტის მეუღლის, ნოე სულაბერიძის სახალისო კომენტარი მოჰყვა: "მხრები გიჩანს". ამ ტონმა გამომწერები გაამხიარულა და ცხადია, ტელეწამყვანს ხუმრობას ყველა სწორად მიუხვდა.
გამოწვევას შეუერთდნენ უცხოელი ვარსკვლავები, რომლებიც „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებლები არიან. გთავაზობთ მათ ფოტოებს, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ხედავთ, მსახიობი ჰოლი ბერი ჩვეულ ფორმაშია. მან ბუნებაში პოზიორობა გადაწყვიტა და ნახევრად შიშველი მოგვევლინა.
"თამამი წინადადებით" წარდგა გამომწერების წინაშე მსახიობი ამბერ დევისი, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ უბრალოდ სახლში ყოფნა მობეზრდა.
უსაყვარლესი, კრეატიული ენ ჰეთევეი, რა თქმა უნდა, აქაც გამორჩეულია და მისი დადებითი განწყობა გადამდებია. ენი "ინსტაგრამზე" ერთ-ერთი ყველაზე სადა და ბუნებრივი ვარსკვლავია.