როგორ ატარებს სახლში კარანტინის პერიოდს ორსული ნინა სუბლატი (+ფოტო)

როგორ ატარებს სახლში კარანტინის პერიოდს ორსული ნინა სუბლატი (+ფოტო)
მომღერალი ნინა სუბლატი კარანტინის პერიოდს მეუღლესთან და თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად ატარებს.

20 მარტს ნინამ გამოაქვეყნა "პოლაროიდით" გადაღებული ფოტო, სადაც მუცელი უკვე ეტყობა. ორსულობის შესახებ მის გულშემატკივრებს სწორედ ამ ფორმით შეატყობინა, რაც კრეატიული ნაბიჯი იყო.
ახალმა ამბავმა მისი მეგობრები ძალიან გაახარა და მილოცვები დიდხანს არ წყდებოდა. "ძალიან ლამაზი ხარ", "ორსული მშვენიერება" - ეხმაურებიან გამომწერები.



ნინამ ახალი ფოტოები რამდენიმე დღის წინაც გამოაქვეყნა. ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ წიგნს კითხულობს და ბევრმა აღნიშნა, რომ ორსულობამ ნამდვილად დაამშვენა. 
გთავაზობთ ნინას
სახალისო პოსტსაც, რომელიც კარანტინის პერიოდში შემოგვთავაზა:
"ჩემი ორსულობა ასე დავგეგმე - მეთქი გაზაფხულ/ზაფხულს დავამთხვევ, კარგი ამინდი იქნება, არ გავცივდები, ბევრს ვისეირნებ, აქტიურად ვიქნები, წონას მინიმალურად მოვიმატებ, იოგაზე ხშირად ვივლი, მერე ბასეინზე, მერე საერთოდ ზღვაზე წავალ, ფორმას შევინარჩუნებ... დასაგეგმი თუ გაქვთ რამე, შემეხმიანეთ."
როგორც ხედავთ, ამ პერიოდშიც მხიარულ ტალღაზეა და ცდილობს, რომ თავის გულშემატკივრებსაც დადებითი განწყობა შეუქმნას.


კარანტინის პერიოდში წიგნის წაკითხვა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ განწყობა გამოვიკეთოთ.
სახასიათო გარეგნობის მომღერალი განსხვავებული იმიჯით ადრეც გამოირჩეოდა და ახლაც იმავეს თქმა შეგვიძლია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93