მოდის ბლოგერის, ნანუკა გუდავაძის მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ბუნებრივი სილამაზით და სისადავით გამოირჩევა. მის "ინსტაგრამზე" დიზაინერ ანუკი არეშიძის არაერთ კომენტარსაც შეხვდებით, რომელიც ფაქტია, რომ ნანუკას სტილს იწონებს.
"ბუნებრივი სილამაზე ხარ", "მომაჯადოებელი", "მიყვარს ბედნიერი ადამიანების ნახვა, მით უმეტეს, თუ უნაკლოდ ლამაზია" - სწორედ ასე ეხმაურებიან გულშემატკივრები გუდავაძის ახალ ვიდეოს.
როგორც ხედავთ, ნანუკა ნაკლებად თვალში საცემ მაკიაჟს ანიჭებს უპირატესობას. მისი მაკიაჟის უმთავრესი ნაწილი ძირითადად ჰაილაითერი და "რუჟი" არის. ტუჩსაცხს ზოგჯერ საერთოდ არ იყენებს ან ისე შეუმჩნევლად, რომ ვერც კი ვხვდებით.
ყვრიმალები ყოველთვის გამოკვეთილი აქვს, კანი კი ამონათებული. ეს ყველაფერი მის სინაზეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
მოდის ბლოგერი და მისი მეუღლე ბერა ივანიშვილი ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს და ვიდეოებს, სადაც მათი შვილის, ბერუკას ხილვა შეგიძლიათ.
ზოგადად, თუ ცოლ-ქმრის "ინსტაგრამს" გადახედავთ, მიხვდებით, რომ პატარას ფოტოები და ვიდეოები გაცილებით მეტ მოწონებას აგროვებს. ეს ყველაფერი იმას შეგვიძლია მივაწეროთ, რომ ბერუკა მხიარული და მუსიკის მოყვარული ბავშვია.
გთავაზობთ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ფოტოებს: