ლელა წურწუმიას დისშვილი, სანდრო წურწუმია კარანტინის პერიოდს ხელოვნებას უთმობს.
სანდრო მუსიკას ქმნის, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. არის მომენტები, როცა მღერის კიდეც.
თებერვალში 21 წლის გახდა, თუმცა, უკვე ცხადია, რომ იცის რა მიმართულებით სურს წავიდეს.
რა თქმა უნდა, გამომწერებს მისი გარეგნული მხარეც არ გამორჩენიათ, რაც კომენტარებშიც იგრძნობა. კარანტინის პერიოდმა სანდროს უბიძგა, რომ იმიჯში ცვლილებები მოეხდინა. (მანამდე უფრო გრძელი თმა ჰქონდა). ამ ნაბიჯს მეგობრების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
სანდროს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს ლელას ოჯახთან. ისიც ამ ოჯახის წევრია, რომლის მიმართაც სიყვარულს არავინ იშურებს.
ლელა დისშვილის ფოტოებს საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე“ აქვეყნებს ხოლმე და დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს. "ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან"- განუცხადა თავის გამომწერებს.
სანდროს თავისი სამყარო აქვს, ისევე როგორც ყველა ხელოვანს. მოსწონს წიგნების კითხვა და თავისუფალ დროს, მეგობარ გოგონასთან ერთად საინტერესო ნამუშევრებსაც ქმნის. წარმოგიდგენთ ვიდეოებს, რომლებიც წინა თვეში გამოქვეყნდა.