ოდრი ჰეპბერნის ხიბლსა და სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს. მისი სინორჩე, განუმეორებელი სტილი და დახვეწილობა დღესაც ბევრს აღაფრთოვანებს. საყოველთაო პოპულარობისა და ვარსკვლავური კარიერის მიუხედავად, ოდრის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ჭორებისა და სკანდალების საზრდო. წარმატებული მსახიობის გარდა საკმაოდ მოთხოვნადი ფოტომოდელიც იყო. თავისი სინაზითა და სინატიფით პოზიტივით ავსებდა მაყურებელს, თუმცა მისი ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა მასავით ლამაზი.
ოდრი ბელგიაში დაიბადა და ერთადერთი შვილი იყო ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში. ასე რომ, მისი
არისტოკრატული სტილი და დახვეწილობა გენეტიკურიც გახლდათ.
მისი სახელი გახლდათ ოდრი კეტლინ რასტონი, თუმცა მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად, ოდრი ჰერპერნ-რასტონი გახდა. მას დედის პირველი ქორწინებიდან ორი ნახევარძმაც ჰყავს.
ოდრი დედასთან ერთად
საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა, რაც პირველ რიგში, მისი მძიმე ბავშვობიდან დაიწყო. ოდრის მშობლებს ჰარმონიული ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ, გამუდმებით ჩხუბობდნენ და თავიანთ ბოღმას ხშირად ოდრიზე ანთხევდნენ. განსაკუთრებით, დედამისი, რომელიც გამუდმებულ აკრძალვებს უწესებდა გოგონას - ტკბილეული არ უნდა ეჭამა, რათა არ გასუქებულიყო, ყოველთვის თავაზიანად უნდა ესაუბრა, არც ხმამაღალ სიცილს უწონებდა.
გოგონაც ცდილობდა, ყოველთვის მათთვის მოსაწონი ყოფილიყო, ამიტომაც მიეჩვია, თავის ინტერესებზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას, რაც
მის ჰუმანიტარულ მისიებში კარგად აისახა. გამუდმებით წონაზე და კვების შეზღუდვებზე შენიშვნებმა თავისი გავლენა იქონია - დედისთვის რომ ესიამოვნებინა, ოდრიმ თანდათან შეიძულა ჭამა. გაგრძელება + ფოტოები