"შვილმა მამა გამოაწყო": ბრედლი კუპერი ვარდისფერი აბადოკითა და ბაფთით ქუჩებში დასეირნობს

"შვილმა მამა გამოაწყო": ბრედლი კუპერი ვარდისფერი აბადოკითა და ბაფთით ქუჩებში დასეირნობს
45 წლის ჰოლივუდელი მსახიობი ბრედლი კუპერი ნიუ-იორკში თავის სამი წლის ქალიშვილთან - ლეასთან ერთად შენიშნეს. მამამ გაახარა შვილი და მისი გემოვნებით გამოეწყო. "ვარსკვლავის დაბადების" რეჟისორი მოდელ ირინა შეიკთან ერთად ბავშვის აღზრდაში აქტიურად არის ჩართული. დაშორების შემდეგ წყვილი შეთანხმდა ლეასთვის კომფორტულ პირობებზე. მოდელი შვილთან ერთად ნიუ-იორკში დასახლდა. მსახიობიც, მიუხედავად სამსახურისა, ლოს-ანჯელესიდან ლეას გამო იმავე ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
Топ-5 милых фотографий Брэдли Купера с дочкой | Новости Армении
ბრედლი ცდილობს, ლეასთვის იდეალური მამა იყოს და ყველანაირად ახარებს მას. ვარსკვლავური მამა, შვილის თხოვნით, ვარდისფერი აბადოკით და ბაფთით გამოჩნდა
თავის გოგონასთან ერთად ქუჩაში სასეირნოდ. აქსესუარი იდეალურად ერწყმოდა ლეას თმის სამაგრს. მამა-შვილი, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის რჩევებს აქტიურად ითვალისწინებს და პირბადით სეირნობდა.

მომხმარებლებმა ბრედლის ეს საქციელი მოუწონეს. ბევრმა აღნიშნა, რომ შვილის აქსესუარი ძალიან მოუხდა: "როგორი საყვარელია", "შვილმა მამა გამოაწყო", "როცა საერთოდ არ ხარ ბრუტალური" - მიუწერეს ფოტოებს კომენტარის სახით. შვილის გამო ბრედლიმ გადაწყვიტა ქალის ფორმაში გამოწყობა. სხვათა შორის, ჰელოუინზე ბრედლიმ და ლეამ "მისის დაუთფაიერის" კოსტიუმები მოირგეს, კუპერი ქალაქში პარიკსა და გრძელ ქვედაბოლოში გამოჩნდა.
Купер рассмешил американцев
შეიკმა კი ამასობაში საინტერესო სიახლე გაუზიარა გამომწერებს, ლეას ის რუსულენოვან სკოლაში ატარებს. მოდელმა ბრედლი საკუთარ ბინაშიც დაპატიჟა, თუმცა, როგორც ირინა ამბობს, სულაც არ ნანობს ბრედლისთან დაშორებას.
Какая красивая семья! Ирина Шейк и Брэдли Купер с дочкой Леей в ...
წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93