კარანტინის დასრულების შემდეგ, მალევე სალონებიც გაიხსნა, რაც ქართველი ქალბატონებისთვის და არამხოლოდ მათთვის, სასიხარულო ამბავია. მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილი რა თქმა უნდა სალონში მაშინვე გაეშურა, ახალი ვიდეო და ფოტოები შემოგვთავაზა და აღნიშნა, რომ როგორც იქნა, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
მისი გამომწერები მიჩვეულები არიან, რომ ხშირად სთავაზობს მანიკიურის გასაკეთებელ ტრენდულ იდეებს და ზოგადად, თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს.
ბეგაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფორმაში იყოს და იმ დიეტით, რომელსაც რეკომენდაციას უწევს, წონა დაირეგულიროს. თუმცა, ფაქტია, რომ დიდი ხანია რაც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, რაც ამ ყველაფერს უფრო უწყობს ხელს.
მას, ისევე როგორც ბევრ ცნობად სახეს, საინტერესო თაიგულებს უგზავნიან ხოლმე. "ინსტაგრამზე" მსგავსი თემატიკის ფოტოები ყოველთვის აქტუალურია.
შორენას ამჟამად "ინსტაგრამზე" 385k. მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ ძირითადად დადებით განწყობას ავლენენ.