მოდელი მიმი შელია კარანტინის პერიოდში სულ აქტიური იყო და ახლაც ცდილობს, რომ გამომწერები სიახლეებით მოამარაგოს.
რამდენიმე დღის წინ მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მაკიაჟის სწრაფად გაკეთებას გვასწავლის. ამ სეზონზე უპირატესობა დამჯდარ ტონებს ენიჭება.
მიმიმ ამჯერად სადა მაკიაჟი გვირჩია. აუცილებელი წინაპირობაა კონსილერის, ბრონზერის, პუდრის, თვალის ფანქრის, ტუშის და ნათელი ტუჩსაცხის გამოყენება. კარგი იქნება, თუ წარბის და თვალის კუთხის გასწვრივ მოვნიშნავთ ადგილს, რომ თვალის კუთხეებში ლაინერი ან ფანქარი სწორად დავიტანოთ.
როგორც ხედავთ, მაკიაჟის სწრაფად და ამავდროულად, ლამაზად გაკეთება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მირანდა მუდმივად ცდილობს, რომ თავისი სტილი ჰქონდეს და ძალიან უყვარს დახვეწილი სამოსის ტარება.
მოდელი ორიგინალური აქსესუარების მოყვარულიც არის, რასაც ტანსაცმელს ყოველთვის სწორად უხამებს.
სახლში ყოფნამ მოდელს სურვილი გაუჩინა, რომ "ტიკ-ტოკზე" გააქტიურებულიყო და არაერთი ვიდეო შემოგვთავაზა. ვიდეოებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა და როგორც ყოველთვის, დადებითი კომენტარები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმეს: