ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ თავისი მეგობარი გოგონას, კამილა მორონეს 23-ე დაბადების დღე იახტაზე აღნიშნა, სადაც წყვილმა ხმაურიანი წვეულება გამართა და მეგობრებს უმასპინძლა.
ამის შესახებ სხვადასხვა დასავლური ტაბლოიდი გამოცემა pagesix.com-ზე დაყრდნობით წერს.
ლეო იახტაზე ერთადერთი ადამიანი იყო პირბადით, თუმცა ცხვირის "დამალვა" დაავიწყდა
გამოცემის ცნობით, დაბადების დღის წვეულების მთავარი თემა ველური დასავლეთი იყო და სტუმრებს "ქავბოის“ ქუდები ეფარათ. იახტა ლოს-ანჯელესის სანაპიროდან დილის 11:00 საათზე გავიდა და უკან 4:30 საათზე დაბრუნდა.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ლეონარდოს პირბადე უკეთია, თუმცა ცხვირი უჩანს, რის გამოც სოციალურ ქსელებში ის გააშარჟეს და ბევრი იუმორისტული კომენტარი დაწერეს. ფანები მას პირბადის გამოყენების წესებს ასწავლიან. გაგრძელება