ნინი ნებიერიძე გასაპარსი ფეხების გამო გააკრიტიკეს (ფოტო)

ნინი ნებიერიძე გასაპარსი ფეხების გამო გააკრიტიკეს (ფოტო)
ბოლო წლების მანძილზე ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება ფოტოები, სადაც აქცენტი გაუპარსავ ფეხებზე ან სულაც იღლიაზეა გადატანილი.
მაგალითად, ყველასთვის კარგად ნაცნობი მომღერლის, მადონას შვილი პოდიუმზე გაუპარსავი ფეხებით გავიდა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრ ადამიანს დღემდე ახსოვს, ამ თემამ რამხელა აჟიოტაჟიც გამოიწვია.


ასეთი პიკანტური დეტალები არაერთ ადამიანს აღიზიანებს, ბევრს კი უბრალოდ თავისუფლების განცდას უღვივებს და ისინი ამგვარ ქმედებაში ვერანაირ უარყოფითს ვერ ხედავენ.
ფაქტია, რომ ამგვარი ფოტოები სტერეოტიპებს უპირისპირდება და ამ ქმედებით ქალბატონები თავიანთი სიტყვის თქმას ახერხებენ.
მოდელმა
ნინი ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ სწორედ მსგავსი ფოტოები გამოაქვეყნა, რის გამოც ზოგმა გამომწერმა გააკრიტიკა. ერთ-ერთმა გამომწერმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია თვალს ადევნებს და მისი ახალი სტილი აღარ მოსწონს.

გამომწერების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ნინის ამ თამამ განაცხადს დადებითად გამოეხმაურა, ნაწილმა კი თქვა, რომ ეს მიუღებელია. 


მოდელი განსხვავებული სტილით, გარეგნობით და ეპატაჟურობით ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდა, რაც ალბათ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც "ინსტაგრამზე" ამდენი გამომწერი ჰყავს.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93