ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება პოსტები, სადაც განსხვავებულ ვარცხნილობაზეა საუბარი.
- მართლაც, ამ სეზონში არის რამდენიმე ახალი ტრენდი, რაც აიტაცეს და ძალიან მოსწონთ. მათ შორის ერთ-ერთია შერეული ომბრე, რომელიც რამდენიმე ფერს აერთიანებს.
ცხადია, აზრი აქაც ორად იყოფა. არიან ქალბატონები, რომლებსაც ასეთი ექსპერიმენტები საერთოდ არ ხიბლავთ.
ამ შემთხვევაში მოდელმა მიმი შელიამ შედარებით სადა ვარიანტი აირჩია. თავიდან თმა გაიღიავა, რაც პირველი ეტაპი იყო.
მოდელს გრძელი თმა მობეზრდა და ახლა "კარე" აქვს. როგორც ხედავთ, ახალი ტრენდი მასაც მოსწონს და საკუთარ თავზეც მოსინჯა.
მის ამ გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ალბათ, იცით, რომ მირანდა და მომღერალი ქეთა თოფურია დიდი ხანია მეგობრობენ.
ამჯერად მიმიმ ქეთას ახალი კოლექციიდან საინტერესო სამოსი მოირგო და ერთგვარად ისე გამოვიდა, რომ მისი სარეკლამო სახეც გახდა.
მოკლე თმას ყველა ქალბატონი ვერ იხდენს, თუმცა ზაფხული ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავი პერიოდია.
თქვენ რას იტყვით, მოგწონთ მოდელის ახალი სტილი და ვარცხნილობა, თუ ძველი გერჩივნათ?