მართალია, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახი სამეფო არ არის, მაგრამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე არანაკლები გავლენით, სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ და საზოგადეოების ინტერესიც მათ მიმართ დიდია.
დევიდი და ვიქტორია 21 წელია დაქორწინებულები არიან და 4 შვილი - 3 ვაჟი და 1 გოგონა ჰყავთ. უფროსმა ვაჟმა, 21 წლის ბრუკლინმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა და საყვარელ გოგონას, მოდელ ნიკოლა პულცს ხელი სთხოვა.
ამის შესახებ ბრუკლინმა "ინსტაგრამზეც“ დაწერა და გულშემატკივრები ახალი ამბით გაახარა.
"ორი კვირის უკან ხელი ვთხოვე და მან თქვა - "კი". ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ მსოფლიოში. გპირდები, რომ საუკეთესო ქმარი და ერთ დღეს საუკეთესო მამა ვიქნები. მიყვარხარ, საყვარელო.“ - წერს ბრუკლინი "ინსტაგრამზე“.
გაგრძელება