ქართველი ცნობადი ქალბატონები ცდილობენ ამ ზაფხულსაც ჩვეულ ფორმაში იყვნენ და მათი უმეტესობა „ინსტაგრამზე“ გარუჯულ სხეულს ამზეურებს.
ტელეწამყვანი მაია ასათიანიც გარუჯვის მოყვარულებს შორის არის. მისი გამომწერების აზრი ახალ ფოტოებთან დაკავშირებით ორად იყოფა: ნაწილი სიბრაზეს გამოხატავს, სხვები კი მას იცავენ და ყველაფერ დადებითს უსურვებენ.
ბოლო პერიოდში მაია თამამ ფოტოებს აქვეყნებს, რაც გამომწერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
ბევრმა აღნიშნა, რომ გარუჯული სხეული ძალიან უხდება და საოცრად გამოიყურება. ერთმა ქალბატონმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დანაშაული სულაც არ არის, თუ ქალი ფორმაშია და ეს ყოველივე ცდილობს ფოტოებზეც წარმოაჩინოს.
"საოცრად გამოიყურები, ვინ იტყვის ახლა 40 გადაცილებულია ეს გოგოო. 25-30 წლისას ჰგავხარ"- მიმართა ერთ-ერთმა გამომწერმა გოგონამ ტელეწამყვანს.
წელს ყვითელი ფერი საკმაოდ ტრენდულია. როგორც ჩანს ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმები ტელეწამყვანსაც ძალიან მოსწონს.
ზოგადად, მკვეთრი, ხასხასა ფერები ამ სეზონზე თავის სიმაღლეზე დგას და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.