მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის ქალიშვილი დევა კასელი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე Dolce & Gabbana-ს გადაღებებიდან უცნობ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც აღმოჩნდა, 15 წლის ვარსკვლავი იტალიაში, კომოს ტბაზე მშობლებთან, ვენსან კასელთან და მონიკა ბელუჩისთან ერთად იმყოფებოდა.
დევა კასელი Dolce & Gabbana-ს სახე რამდენიმე თვის წინ გახდა. 15 წლის დევა უკვე შემდგარი ვარსკვლავია. ის სუნამოს - Dolce Shine-ის სახეა. სარეკლამო რგოლი მსოფლიომ 2020 წლის თებერვალში იხილა.
იტალიური კინოსა და იტალიელი ქალის სილამაზის სიმბოლოს, მონიკა ბელუჩის, მსახიობ ვინსენტ კასელთან ქორწინებიდან ორი შვილი - 15 წლის დევა და 9 წლის ლეონი ჰყავს. ლეგენდარული წყვილი ერთმანეთს 14-წლიანი ქორწინების შემდეგ, 2013 წელს დაშორდა.
გაგრძელება + ფოტო