ბრიტნი სპირსი ბევრ დროს უთმობს სპორტს. ის Instagram-ში ხშირად პოსტავს თავის ვარჯიშებს.
ამჯერად, პლაჟზე იოგითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნის თაყვანისმცემლები წუხილს გამოხატავენ თავიანთი კუმირის მდგომარეობით და ახალ "დახმარების სიგნალებს" ეძებენ. მათ კიდევ წამოიწყეს კამპანია #FreeBritney , რათა მომღერალი გათავისუფლდეს მამის, ჯეიმს პარნელ სპირსის 12-წლიანი მეურვეობისგან.