მეგან ფოქსის ყოფილი ქმარი ცოლის ახალი რომანის გამო გაბრაზებული და გაღიზიანებულია (ფოტო/ვიდეო)

მეგან ფოქსის ყოფილი ქმარი ცოლის ახალი რომანის გამო გაბრაზებული და გაღიზიანებულია (ფოტო/ვიდეო)
როგორც ჩანს, 34 წლის მეგან ფოქსი ბედნიერია, მიუხედავად ყოფილი ქმრის, ბრაიან ოსტინ გრინის რეაქციისა! მისმა ახალმა ბოიფრენდმა, Machine Gun Kelly (ნამდვილი სახელი კარლსონ ბეიკერი), რომელსაც მსახიობი უწოდებს "kinded fire"-ს (მონათესავე ცეცხლს), ითამაშა Men’s Health-ის სარეკლამო რგოლში და აჩვენა იდეალური სხეული.



ამავე დროს, People-ის ინსაიდერები აცხადებენ, რომ მსახიობის ყოფილ ქმარს აღიზიანებს ის, რომ მეგანი მთლიანად გადართულია კარლსონთან ურთიერთობაზე. მას არ ესმის, რა საჭიროა სოციალურ ქსელში სურათების გამოქვეყნება სულელური წარწერებით, რომ საზოგადოებას დაანახოს თავისი გრძნობები. ბრაიანი და
მეგანი ჯერ არ განქორწინებულან. მეგანის ქცევა ნამდვილად აღიზიანებს ბრაიანს. მას გული სტკივა, რომ ცოლმა ასე მოულოდნელად დატოვა.



შეგახსენებთ, რომ მეგანი 2010 წლიდან დაქორწინებულია ბრაიან ოსტინ გრინზე და მათ სამი შვილი ჰყავთ: ბოდი (7), ნოა (6) და ჯორნი (3). 2020 წლის მაისში მათი ურთიერთობა დასრულდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93