თამო ვაშალომიძემ მეორე ბავშვის სქესი გაასაჯაროვა - Marao

თამო ვაშალომიძემ მეორე ბავშვის სქესი გაასაჯაროვა

2020-08-17 12:50:23+04:00


ფოტომოდელმა თამო ვაშალომიძემ თავის "ინსტაგრამგამომწერებს" ე.წ. ბავშვის სქესის წვეულების ფოტოები გაუზიარა, საიდანაც ირკვევა, რომ 29 წლის ფოტომოდელი და ბიზნესმენი აკაკი სამხარაძე ბიჭის მოლოდინში არიან.

მისივე განმარტებით, აკაკი სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, მუდამ ყურადღებითა და სიურპრიზებით ანებივრებს, თუმცა პირადზე მეტი დეტალის გახმაურებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ თამოს უფროსი შვილი სოფია დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მასთან.

მოდელი კი აქტიურად განაგრძობს თავისი გამომწერებისთვის ორსულობის ამსახველი ვიდეოების და ფოტოების გაზიარებას.

თამო და აკაკი შვილს ნოემბრის თვეში ელოდებიან.

წყარო: instagram