ამ ცნობილმა ვარსკვლავებმა ფოტოებზე იდეალური პარამეტრების მისაღწევად იმდენი ქნეს, რომ თავიანთი სხეულის გარშემო ყველა და ყველაფერი ერთნაირად "გაამრუდეს". ალბათ, ჰოლივუდელი ქალბატონების იდეალურ გარეგნობაზე ეჭვიც კი არავის გაუჩნდებოდა, რომ არა მათ "ინსტაგრამგვერდზე" ატვირთულ სურათებზე ეს აშკარა ფოტოშოპის ნაკვალევი. დანარჩენი თავად ნახეთ.
კიმ კარდაშიანი და ბლეკ ჩაინა
კიმ კარდაშიანს ასე მრუდედ სახლის იატაკის ფილები ან არაპროფესიონალმა ხელოსნებმა დაუგეს, გაბლარულ კარებზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ, ან თავად სკანდალურმა ტელევარსკვლავმა სცადა საკუთარი სხეულის ფოტოშოპის საშუალებით კორექტირება.
ბიონსე
მილიონობით გამომწერის "გაცურება" ასევე ბიონსემაც სცადა და ფოტოზე თავისი მადისაღმძვრელი ფორმები მოცულობაში საგრძნობლად დაიპატარავა. თუმცა, ანარეკლის შესახებ სულ დაავიწყდა, რომლის მოტყუებაც, ადამიანებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. დააკვირდით ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის ქვემოთ მოცემულ ორ ფოტოსაც, სადაც ფოტოშოპის კვალს ასევე მარტივად იპოვით. გაგრძელება