იპოვე 5 განსხვავება: მსახიობები დუბლიორებთან ერთად

იპოვე 5 განსხვავება: მსახიობები დუბლიორებთან ერთად
კარგი ადამიანი ბევრი უნდა იყოს, არა? პოპულარული მსახიობები "გაამრავლეს" მორიგი შედევრებისთვის. ეს ადამიანები ასრულებენ ვარსკვლავების ნაცვლად სახიფათო ილეთებს კადრში, ხოლო კულისებს უკან კარგი ურთიერთობა აქვთ თავიანთ ორეულებთან.
როგორ ფიქრობთ, ჰგვანან ერთმანეთს?

კრის ჰემსვორტი

  • კრისის დუბლიორმა "თორსა" და "შურისმაძიებლების" გადაღებებში მონაწილეობით მხრის ტრავმა მიიღო, სამჯერ ხერხემლის მოტეხილობა, დაზიანებული ნეკნი და კუდუსუნის ძვლის მოტეხილობა გამოიმუშავა, თუმცა, ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, კრისზე გაბოროტებული ნამდვილად არ ჩანს.

ჯონი დეპი

  • ნიჭიერმა და ჯონი დეპის მსგავსმა დუბლიორმა როლისთვის მსოფლიო აკადემიის კასკადიორების "ტაურუსის" ორი პრემია მიიღო.
    "კარიბის ზღვის მეკობრეებმა" პოპულარობა არა მარტო ფილმის ძირითად ქასთს, არამედ მათაც მოუტანა, ვინც ვარსკვლავებს აზღვევდა.

რობერტ პატინსონი

  • ისეთივე "ფერწასული" და მოცულობითი წარბებით - სიბნელეში ყველასათვის საყვარელი ვამპირის არევა დუბლიორში მარტივია ნამდვილად.

ჯენიფერ ლოპესი

  • პირდაპირ ვიტყვით, ჰგვანან მხოლოდ ვარცხნილობით, მაგრამ ეს უმნიშვნელოა: რაკურსი და კომპიუტერული გრაფიკა თავის საქმეს ასრულებს, ჯენიფერი კი უსაფრთხოდ იქნება.

რიზ უიზერსპუნი

  • ერთი შეხედვით ვერ მივხვდით, რომელია ჩვენი საყვარელი "ქერა ადვოკატი". და თქვენ გაიარეთ ტესტი დაკვირვებულობაზე?

ბენ აფლეკი

  • წვერი, დავარცხნილი თმა და მთავარი - ერთნაირი კომპლექცია... ბენ აფლეკს უკვე ორეული ჰყავს.

შარლიზ ტერონი

  • სიფრიფანა ქერა ლამაზმანს ძალიან უხდება ბლოკბასტერებში მიღებული როლები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველა რთულ სამუშაოს პროფესიონალს ანდობენ და სხვათა შორის, არანაკლებ ლამაზ ქერა გოგონას.

ემი შუმერი

  • ჟღალი ნაწნავები, წინამო და ერთნაირი ლუქი - მსახიობი უცებ გარდაისახა ემი შუმერად რამდენიმე ილეთის შესასრულებლად.

რუპერტ გრინტი

  • მსგავსი დუბლიორის პოვნა რუპერტისთვის საკმაოდ რთულია,  რაც უკვე თავისთავად წარმატების ნახევარს ნიშნავს.

არნოლდ შვარცნეგერი

  • ფიქრობთ, ასეთ ნავარჯიშებ მსახიობს დუბლიორი არ სჭირდება? შეცდით: ზოგიერთ კადრში არნის სწორედ კასკადიორი ცვლის.

სილვესტერ სტალონე

  • მორიგი დაკუნთული მსახიობი, რომლისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია დუბლიორი სახიფათო ილეთებისთვის.

უმა თურმანი

  • უმამ გადაწყვიტა, არ დაიტვირთოს თავი ზედმეტად: რთული საომარი ელემენტებისთვის სწორედ დამატებითი ძალის ჩართვა გახდა საჭირო.

ბენედიქტ კემბერბიჩი

  • ბრიტანელი მსახიობის ცხოვრებაში ბევრი თავგადასავალი იყო: მას ხან მძარცველები იტაცებენ, ზოგჯერ თვითონ ხდება თავდასხმის მსხვერპლი. ერთი შეხედვით, დუბლიორი არ არის საჭირო, მაგრამ კემბერბიჩში, როგორც ჩანს, დრამატულ მსახიობს უფრთხილდებიან.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93