მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი 2 შვილის დედაა.
ის „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ბოლო დროს საინტერესო ფოტოსესიებით კიდევ უფრო ხშირად გვანებივრებს.
ლელას ვარცხნილობა გამომწერებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და მის მცირე ცვლილებასაც კი მარტივად ამჩნევენ.
ზოგი სთხოვს, რომ თმა ისევ გაიზარდოს, ზოგი კი პირიქით, მოკლე თმას უფრო ახდენს.
ლელა კლასიკური სამოსის მოყვარულია. ის ყოველთვის ქალური და მომხიბლავია, რასაც მისი ღიმილი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
მსახიობი რეტრო სტილის კაბებს და მკვეთრ ფერებში გადაწყვეტილ სამოსსაც სწყალობს, რაც ძალიან უხდება.