წამყვანები "პრაიმშოუს" გადაღებებისთვის გარდაიქმნენ. ირაკლიც სწორედ ამ ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას.
მან ახალი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რასაც, რა თქმა უნდა, გამომწერი ქალბატონების დიდი ნაწილი გამოეხმაურა.
ზოგმა ისიც კი თქვა, რომ ირაკლის ასეთი სტილით სამომავლოდაც სიამოვნებით იხილავდნენ.
მას საკმაოდ მრავალფეროვანი "ინსტაგრამი" აქვს. მიმდევრებს ხშირად უზიარებს ვიდეოებსაც,
რისი მეშვეობითაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა.
გადავხედოთ ტელეწამყვანის ახალ ფოტოებსაც, სადაც ის ჩვეულ სტილსა და ამპლუაშია.