ორი დღის წინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კაჭარავამ სანაკრებო და საკლუბო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კაჭარავამ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ასევე - რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, კლუბ "ყოჩებს", მის პრეზიდენტ გუგა გეგენავას და მწვრთნელებს.
კაჭარავას გადაწყვეტილება მოულოდნელი და გულდასაწყვეტი აღმოჩნდა მისი გულშემატკივრებისა და სპორტული საზოგადოებისთვის. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ სპორტსმენმა კარიერის გაგრძელება პოლიტიკაში გადაწყვიტა.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის რჩეულთა შორის საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი დავით კაჭარავა აღმოჩნდნენ. მართალია, ქართველი საზოგადოებისთვის სპორტსმენების წასვლა პოლიტიკაში უცხო არ არის, მაგრამ კაჭარავას გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაწყვიტა გული გულშემატკივარს.
გარდა წარმატებული სპორტული კარიერისა, მორაგბეს საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს. 2007 წელს ანკა დუნდუაზე იქორწინა. გაგრძელება