ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი წლებია დაშორდნენ, მაგრამ ამ წყვილს დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ბევრი გულშემატკივრობს. მათი ყოველი საჯარო გამოჩენა ახალი ჭორების საბაბი ხდება.
ამჯერად, ყოფილი ცოლ-ქმრის გაერთიანება ეკრანზე ვიხილეთ. ეს იყო ვარსკვლავების დისტანციური ჩართვა, რა დროსაც ლეგენდარულმა მორგან ფრიმანმა ჰოლივუდის ვარსკვლავების დახმარებით პირდაპირ ეთერში ცნობილი ფილმი, "რიჯმონტის სკოლა“ გააცოცხლა. ვარსკვლავები ონლაინ ფილმის სცენარს კითხულობდნენ და როლებს ირგებდნენ.
56 წლის ბრედმა ბრედ ჰამილტონის როლი მოირგო, მის ყოფილ ცოლს, 51 წლის ჯენიფერ ანისტონს სკოლის „სექს დედოფლის“, ლინდა ბარეტის როლი ჰქონდა, ბრედის დის, სტეისი ჰამილტონის როლს კი 52 წლის ჯულია რობერთსი ასრულებდა.
სცენა ვირტუალურ მაგიდასთან გათამაშდა.
"გამარჯობა ბრედ, იცი, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძალიან საყვარელი და სექსუალური ხარ, მოდი ჩემთან“, - ეს ჯენიფერ ანისტონის გმირის ტექსტი იყო ბრედ პიტის გმირისადმი, რომელმაც ყველას ღიმილი მოჰგვარა, მათ შორის, ბრედ პიტსაც და ცოტა უხერხულობაც კი გამოიწვია. გაგრძელება + ვიდეო