"ქორწილი რეგულაციის დაცვით" - ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია დაქორწინდნენ

"ქორწილი რეგულაციის დაცვით" - ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია დაქორწინდნენ
31 წლის მოდელმა და "მის საქართველო 2009" - ნანუკა გოგიჩაიშვილმა 20 სექტემბერს ჯვარი დაიწერა ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე. მსოფლიოში შექმნილი ეპიდმდგომარეობის გამო წყვილის ჯვრისწერის ცერემონია კახეთში გაიმართა ყველა დაწესებული რეგულაციის გათვალისწინებით, როგორც თავად ნანუკამ პირად "ინსტაგრამგვერდზე" დაწერა.


ნანუკას კაბა ვინტაჟურ სტილში იყო გადაწყვეტილი, ხოლო მეტ სილამაზეს აბრეშუმის ხელთათმანები სძენდა. წყვილის ჯვრისწერას მათი ოჯახის წევრები და მეჯვარეები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ოფიციალურად დააკანონა თავისი ურთიერთობა 2019 წლის 19 დეკემბერს.







"მარაოს" რედაქცია უერთდება მილოცვებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93