ამ ბოლო დროს საქართველოში თურქული სერიალები შემოვიდა მოდაში. ყველა არხსა და სოციალურ სივრცეში თურქულ სერიალებსა და მსახიობებზე სხვადასხვა ვიდეოსა და ფოტოს წააწყდებით. ამ სიახლემ კი მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ამერიკელი სელებრითები რომ კარგად იცვამენ, ეს ცხადია, თუმცა არც თურქი მსახიობები არიან მათზე ნაკლებნი.
ნახეთ, როგორ იცვამენ ცნობილი თურქი მსახიობი ქალები
ჰანდე ერჩელი
27 წლის თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი თავისი სტილითა და მომხიბვლელობით თურქეთში მეტად გამორჩეული ქალია. ჰანდეს საოცარი გემოვნება და დახვეწილი ჩაცმის სტილი აქვს, რაც თურქეთში არც ისე ხშირია.
ჰანდე კომპანია Fox-ის სხვადასხვა სერიალში მონაწილეობს და ქვეყნის მასშტაბით ძალიან ცნობილია, შეიძლება ითქვას, რომ დღეს 27 წლის მსახიობი თურქ ქალებში ერთ-ერთი გამორჩეულია.
ელჩინ სანგუ
ჟღალთმიანი, მომხიბვლელი მსახიობი ელჩინი ასევე განსხვავებული ჩაცმის სტილით გამოირჩევა. სანგუს აღნაგობა ყველა ტიპის სამოსის მორგებაში უწყობს ხელს და თავისი სტილი მსახიობს უკვე არჩეული აქვს.
სანგუ, ჰანდეს მსგავსად, თურქ მსახიობ ქალებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია.
დემეთ ოზდემირი
28 წლის მომხიბვლელი მსახიობი დემეთ ოზდემირი სტამბულის ქუჩებში გემოვნებიანად ჩაცმული ბევრჯერ შეუნიშნავთ. მსახიობს საოცარი ფიგურა და დახვეწილი გემოვნება აქვს.
დემეთი თურქეთის ბევრ სარეკლამო ბანერზეა გამოსახული და მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.
ოზნურ სერჩელერი
33 წლის ქერა ლამაზმანი თურქეთში კიდევ ერთი გამორჩეული ქალბატონია. ოზნური, თავისი ფიგურიდან გამომდინარე, ყველა სტილს ირგებს და მართლაც რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა.
სერენაი სარაქაია
ბოლო ქალბატონი 29 წლის სერენაია, რომელიც ყველა თქვენგანს აუცილებლად ეცოდინება. სერენაი დღეს არა მარტო თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილია.
სერენაის შედარებით სპორტული სტილი უყვარს და მისი ჩაცმულობიდან ჩანს, რომ მსახიობს კარგი გემოვნება აქვს.