ივანიშვილების ოჯახის კიდევ ერთი ხელოვანი წევრი ცოტნე ივანიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. მას ამჟამად უკვე 165K-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ალბათ გეცოდინებათ ის, რომ ცოტნე ივანიშვილი მხატვრობით არის გატაცებული.
"ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აქვეყნებს თავის ნამუშევრებს, საიდანაც კარგად ჩანს ცხოველებისადმი და სამყაროსადმი სიყვარული.
ძმებს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. ქორწილში ბერას ერთ-ერთი მეჯვარე სწორედ ცოტნე გახლდათ.
„მე უბრალოდ ის ბავშვი ვარ, რომელსაც ხატვა მათემატიკაზე მეტად უყვარს“ - თქვა წლების წინ ცოტნემ და როგორც ჩანს მისთვის საქმე რომელიც უყვარს ძალიან მნიშვნელოვანია.
ძმები ვიდეოებში ერთად ხშირად ჩნდებიან და უამრავი ფოტო აქვთ, სადაც ხშირად ერთნაირადაც აცვიათ.
ბერა ივანიშვილს ძმა თავის პატარაობას ახსენებს.. გულშემატკივრებიც აღნიშნავენ, რომ მსგავსება დიდია.
გადავხედოთ ცოტნეს ნამუშევრებს და ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ფოტოებს. მოგწონთ მისი სტილი და შემოქმედება?